უკვე მესამე თვეა, რაც რუსეთის მრეწველობის ინდექსი ეცემა

უკვე მესამე თვეა, რაც რუსეთის მრეწველობის ინდექსი ეცემა

რუსეთის მრეწველობის ინდექსი (PMI) უკვე მესამე თვეა, რაც ეცემა. აგრეთვე შენელებულია გლობალური ზრდის მაჩვენებელიც.

აღნიშნული ინდექსი, ივნისში 49,5-დან 48,1 პუნქტამდე დაეცა, რაც უკვე მესამეა თვეა, კრიტიკულ ნიშნულ 50-ზე ქვემოთაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთში მრეწველობა არ იზრდება, არ პროგრესირებს და მთელი კვარტლის განმავლობაში დაცემას განიცდის, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ პრობლემები მხოლოდ რთულდება.

რამდენიმე ათეულ ქვეყანას შორის, რომელთა მრეწველობებსაც კომპანია IHS Markit აფასებს, მხოლოდ რუსეთი და თურქეთია, ისეთი ქვეყნები, რომელთა მრეწველობების ინდექსი ნიშნულ-ზე ქვემოთაა. აგრეთვე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ივლისში, თურქეთის ინდექსმა გაზრდა მოახერხა - 46,8-დან 49-მდე ავიდა, ხოლო რუსეთის მაჩვენებელმა შემცირება გააგრძელა.

აღნიშნული ინდიკატორი, ანალიტიკოსებს აძლევს საშუალებას, საკმაოდ ზუსტად შეაფასონ ქვეყნის ეკონომიკური აქტივობები. რუსული მაჩვენებლების პუბლიკაცია ზედმეტად მოლეა იმისათვის, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთო.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...