რუსეთის საგადასახადო სამსახურმა, 400 ათასი კომპანია აღმოაჩინა, სადაც დასაქმებული არავინ არის

რუსეთის საგადასახადო სამსახურმა, 400 ათასი კომპანია აღმოაჩინა, სადაც დასაქმებული არავინ არის

რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული კომპანიების 15%-ში არცერთი თანამშრომელი არ მუშაობს, ხოლო 50%-ში მხოლოდ 1-2 ადამიანია დასაქმებული.

РБК-მ კი აღმოაჩინა ორი ისეთი ნაკლებად ცნობილი კომპანია, სადაც 6000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

რუსული კომპანიების 10%-ში ორ-ორი ადამიანი მუშაობს, 13,7%-ში - სამიდან-ხუთამდე, ხოლო კომპანიების მხოლოდ 20%-ზე ნაკლებში, თანამშრომლების რაოდენობა ხუთს აჭარბებს.

აღნიშნული მონაცემები ეხება მუდმივ თანამშრომლებს, ხოლო რუსეთში, კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი თანამშრომლებს ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე იყვანს.

პრობლემას, რომელიც კომპანიებში თანამშრომლების არარსებობას გულისხმობს, ფისკალური ფესვები აქვს. ასე მიიჩნევს იურიდიული ფირმა Taxology-ის პარტნიორი მიხაილ უსპენსკი.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...