Citi, რუსეთის სახელმწიფო ვალისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუბლის ვარდნას აანონსებს

Citi, რუსეთის სახელმწიფო ვალისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუბლის ვარდნას აანონსებს

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში რუსეთის სახელმწიფო ვალის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, რუსული რუბლი შესაძლოა 15%-ით დაეცეს. ამის შესახებ Bloomberg-ი, Citigroup-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს.

მოსკოვის ბანკების ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუკი აშშ რეალურად გადადგამს ამ ნაბიჯს, მაშინ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით განვითარდება.

თუკი სანქციები მხოლოდ ობლიგაციების ახალ ემისიებზე გავრცელდება, ამან შესაძლოა რუბლის 5%-მდე დასუსტება გამოიწვიოს.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, რუსეთის სახელმწიფო ვალის შეზღუდვების შესახებ აშშ-ში მას მერე ალაპარაკდნენ, რაც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო, ახალი, უფრო მკაცრი სანქციების განხორციელებისკენ მოუწოდეს.

ივლისის ბოლოს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რუსულ ობლიგაციებში ინვესტორ-რეზიდენტების წილის 28,2%-მდე შემცირების შესახებ განაცხადა. ეს წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...