ივნისში, ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 30 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

ივნისში, ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 30 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

2018 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 30 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.5 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.4719-დან 2.4516-მდე შეიცვალა, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა.

ივნისის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 92.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.4 მილიონი აშშ დოლარით (25 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 13 პროცენტით მეტია წინა წლის ივნისის მონაცემზე. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 28 პროცენტით შემცირდა, წლიურად კი 34 პროცენტით გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ყოველ აუქციონზე 10-10 (ანუ ჯამში 30) მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

ივნისში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 59 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 60 პროცენტი უჭირავს.

ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...