ივნისში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 166.9 მლნ ლარით გაიზარდა

ივნისში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 166.9 მლნ ლარით გაიზარდა

ივნისის თვეში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 166.9 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 10.27 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივნისში 70.7 მლნ აშშ დოლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.21 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.3 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.7 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

ივნისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 26.0 მლნ ლარით შემცირდა და 383.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 48.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტს გაუტოლდა.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...