სემეკმა მოქალაქეებს ივნისსა და ივლისში 100 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს ივნისსა და ივლისში 100 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში 17 საჯარო სხდომა გამართა, სადაც მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ 295 სადავო საკითხზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სხდომაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს - ხანდაზმული დავალიანებების, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, მრიცხველის საფასურის, აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიის დადგენილებების შესახებ.

სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 108 613 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე  კომისიის Facebook გვერდზეც.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...