2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 214.1 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 214.1 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 214.1 მლნ ლარით (6.1 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშოპერიოდის ბოლოსთვის 3.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 96.8 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 12.1 პროცენტს გაუტოლდა. 

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები განახორციელა შესყიდვის მიმართულებით (შეისყიდა 30.0 მლნ აშშ დოლარი). შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკისწმინდა სავალუტო გაყიდვებმა ივნისში 43.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნულიოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები შემცირდა 13.8 მლნ აშშ დოლარით.

ივნისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 302.6 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 503.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და ასევე დაიფარა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის 2 აუქციონი ჩაატარა და ჯამში 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების მთავრობის ფასიანი ქაღალდები შეიძინა.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 110.0 მლნ ლარით და 900.0 მლნ ლარს შეადგენს.

გალარების პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხარდამჭერი ინსტრუმენტებით გაცემული სესხების ნაშთი ივნისის ბოლოსთვის შემცირდა 3.5 მლნ ლარით და 196.5.0 მლნ ლარი შეადგინა. ივნისის თვეში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 113.5 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 1437.0 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 214.1 მლნ ლარით გაიზარდა.

მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 43.5 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 150.2 მლნ ლარით 551.7 მლნ ლარამდე გაიზარდა. 20.4 მლნ ლარით მოიმატა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებულმა ნაშთებმა.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...