"გალტ ენდ თაგარტმა" საპენსიო კალკულატორი შექმნა

"გალტ ენდ თაგარტმა" საპენსიო კალკულატორი შექმნა

"გალტ ენდ თაგარტმა" საპენსიო კალკულატორი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით "გალტ ენდ თაგარტის" მიერ შემუშავებული კალკულატორი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ სავარაუდო პენსია. კონკრეტულად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა კალკულატორის გამოყენებით გამოთვალოს რა თანხა დაუგროვდება მას კონკრეტულ, დაგროვებით პერიოდში.

ამისათვის, მსურველი უნდა შევიდეს "გალტ ენდ თაგარტის" ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, დაგროვებითი პენსიის მონაწილის ასაკის, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის (წლები) მითითებით შეუძლია ნახოს თუ რა სავარაუდო თანხა დაუგროვდება მას საპენსიო ანგარიშზეკონკრეტულ დროში.

"გალტ ენდ თაგარტის" ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის (24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, 24 000 ლარიდან-60 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, ან იმ შემთხვევაში თუკი დაგროვებითი პენსიის მონაწილის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აღემატება) მიხედვით.

"გალტ ენდ თაგარტის" გუნდის მიერ კალკულატორის შექმნის მიზანი იყო, სქემის მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, დაეთვალათ მათი საორიენტაციო პენსიის ოდენობა. აღნიშნული კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებებიშემუშავებული იქნა ჩვენი ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ "გალტ ენდ თაგარტი" არის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს კერძო საპენსიო ფონდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაინერგება 2019 წლიდან და "გალტ ენდ თაგარტს" მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საპენსიო აქტივების გარკვეული ნაწილის მართვის პროცესში", - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, "გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...