NDI: პოლიტიკოსებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე აისახოს

NDI: პოლიტიკოსებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე აისახოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას „კარგად“. გარდა ამისა, რესპოდენტების 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.

მოქალაქეებს სურთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი უმთავრესად ჯანდაცვას, განათლებას, პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდეს. ამისთვის ისინი მზად არიან, რომ დაფინანსება საგარეო ურთიერთობებს, პოლიციას და მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებას მოაკლდეს.

"პოლიტიკოსებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს. მათ მოსახლეობას დასაქმებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად უკეთესი პირობები უნდა შეუქმნან და პრიორიტეტებად ჯანდაცვისა და განათლების სფეროები აქციონ", - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...