NDI: მოსახლეობის მხოლოდ 3% აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას "კარგად"

NDI: მოსახლეობის მხოლოდ 3% აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას "კარგად"

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას "კარგად". გარდა ამისა, რესპოდენტების 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.

მოქალაქეებს სურთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი უმთავრესად ჯანდაცვას, განათლებას, პენსიებსა და სოციალურ დახმარებას მოხმარდეს. ამისთვის ისინი მზად არიან, რომ დაფინანსება საგარეო ურთიერთობებს, პოლიციას და მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებას მოაკლდეს.

II კვარტალში კვერცხის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა

II კვარტალში კვერცხის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა

17 აგვისტო, 2018

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება. ამავე პერიოდში, რძის წარმოებამ 183.4 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2...