NDI-ის კვლევა: მოქალაქეების 62%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევა: მოქალაქეების 62%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ეკონომიკურ მდგომარეობასთან, გარემოს დაცვასთან და პოლიტიკურ კლიმატთან მიმართებაში მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 62 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 29 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყნის კურსი სწორია.

ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და ქალებისა და უმცირესობების უფლებების კუთხით გაუმჯობესებას ხედავს. თუმცა, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში მოქალაქეები გაუარესებაზე მიუთითებენ: კორუფცია, სასამართლო სისტემა, სამუშაო ადგილები, კრიმინალი, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ფასების ზრდა.

წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას "კარგად". გარდა ამისა, რესპოდენტების 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ გასულ თვეში არც ერთი ანაზღაურებადი დღე უმუშავია.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...