Apple-ის ფინანსური წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა

Apple-ის ფინანსური წლის მესამე კვარტლის მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა

2018 ფინანსური წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, რომელიც 2018 წლის 30 ივნისს დასრულდა, კომპანია Apple-ის მოგებამ 53,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით მეტია.

კომპანიის ფინანსური დირექტორის ლიუკ მაესტრის თქმით, შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა ყველა იმ რეგიონში, სადაც კი კომპანია ოპერირებს, მათ შორის ზრდა აღდგა ჩინეთშიც, სადაც გაყიდვებმა 19%-ით მოიმატა.

კომპანიის მოგების ზრდის ტემპი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, რაც მეორე კვარტალში იყო. წინა პერიოდში კომპანიის მოგება 61,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თავად კომპანია კი 51,5-დან 53,5 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდას ელოდა. გამოკითხული Thomson Reuters-ის ანალიტიკოსები ზრდის 52,3 მილიარდ აშშ დოლარიან მაჩვენებელს ელოდნენ, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომპანია 2018 ფინანსური წლის მეოთხე კვარტლისთვის 60-დან 62 მილიარდ აშშ დოლარამდე მოგებას ელოდება, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს, რომლებიც ელოდნენ, რომ აღნიშნული ციფრი 59,4 მილიარდი აშშ დოლარის დონეზე იქნებოდა. კომპანიის ფინანასური წლის მაჩვენებლებმა აგრეთვე გააკვირვეს უოლ-სტრიტის ანალიტიოსებიც.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...