ქართველ ფერმერებს მერძეულ მესაქონლეობაში ტრენინგს საერთაშორისო სპეციალისტები უტარებენ

ქართველ ფერმერებს მერძეულ მესაქონლეობაში ტრენინგს საერთაშორისო სპეციალისტები უტარებენ

საქართველოში რძის ფერმის ეფექტიანი მართვის საკითხზებზე ექვსდღიანი ტრენინგი ტარდება. ტრენინგს ქართველი ფერმერებისთვის უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია ატარებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

ტრენინგის მიზანია აამაღლოს ადგილობრივი სპეციალისტებისა და ფერმერების კვალიფიკაციის დონე, მათთვის მერძეულ მესაქონლეობაში არსებული, თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით.  ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ სწავლებებთან ერთად, პრაქტიკულ მასტერკლასებს ფერმერულ მეურნეობებში ჩაატარებენ უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტები, ასევე, მოწვეული ექსპერტები გერმანიიდან, ესტონეთიდან და აშშ-დან. ტრენინგის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თანამედროვე მერძეული ფერმის დაგეგმვა და მშენებლობა, საკვების დამზადება, ვეტერინარული საკითხები სარძეო ფერმებში, ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვის შერჩევის კრიტერიუმები შეძენისას, სარძეო ფერმის მართვა, ბიო რძის წარმოება. ექვსი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია სპეციალისტებისგან, მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.

პროექტის "სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორის განვითარების გზით" მიზანია გაზარდოს კონკურენტუნარიანობა რძის ინდუსტრიულ მწარმოებლებს შორის და გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო მერძეულ მესაქონლეობაში საქართველოში, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტექსტში.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...