ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს.

აღნიშნული წესის მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ საკუთარი აქციების ან ობლიგაციების შეთავაზება ინვესტორთა ფართო წრისთვის, მოახდინონ ე.წ. საჯარო შეთავაზება, მათ უნდა შეადგინონ და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცების შემდეგ, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ ემისიის პროსპექტი. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ინფორმაცია მიმდინარე და წინა პერიოდების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესათავაზებელი აქციების ან ობლიგაციების მახასიათებლები. გარდა ამისა, პროსპექტში აღწერილია კომპანიის ინდუსტრიასთან, მის საქმიანობასთან და შესათავაზებელ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და კომპანიის ხედვა და მიდგომა ამ რისკების მართვის კუთხით. ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება მოახდინონ თუ არა ინვესტირება კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის პროექტი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობასა და IOSCO პრინციპებს და ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს პროსპექტის სტრუქტურისა და შინაარსის, წარდგენის, გამოქვეყნებისა და ცვლილებების შეტანის პროცესთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისა და მათი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ინვესტორების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...