საქართველოს ბანკის პარტნიორობით "ბლექ სი არენაზე" გიორგი მიქაძის პროექტი "Voisa" გაიმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით "ბლექ სი არენაზე" გიორგი მიქაძის პროექტი "Voisa" გაიმართება

საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით 4 აგვისტოს "Check In Georgia"-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტი "VOISA" გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

პროექტს "VOISA"-ს  მიზანია, საქართველო მსოფლიოს გააცნოს და გახდეს ქართული  კულტურის სავიზიტო ბარათი. "VOISA"-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე,  ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი,  Yamaha-ს ჯაზარტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის  უპრეცედენტო  ჟღერადობის მუსიკალური პროექტი  საკუთარი ამერიკული  All-Star Band-ისა  და ანსამბლ "ბასიანისთვის".

"VOISA"-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე  ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა.

4 აგვისტოს კონცერტისათვის შეერთებული შტატებიდან ეწვევიან საუკეთესო ხმის რეჟისორები და  All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის  და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში მოწვეულია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო  ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...