როგორია მთავრობის გეგმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად

როგორია მთავრობის გეგმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას, თუმცა ხელისუფლებას პროცესის შეჩერების კონკრეტული გეგმა აქვს.

თანდილაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მისი განმარტებით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის პროგრამას, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი თითოეული ღონისძიება.

"კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს უნდა განესაზღვროს კონკრეტული ვალდებულებები იმ ურბანულ ზონებში, სადაც მიმდინარეობს სამრეწველო სამუშაოები. ინვესტორებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომ გადააიარაღონ საწარმოები, რათა შემცირდეს ემისები ჰაერში," - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

მინისტრის მოადგილე ჰაერის დაბინძურებაში ავტომობილების როლზეც საუბრობს.

"მხოლოდ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ვერ ჩაითვლება მთავარ ფაქტორად, რადგან აუცილებელია ავტოპარკის განახლება ქვეყანაში, რაც ჰაერის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. პრემიერმა ისაუბრა, რომ აუცილებელია იმპორტის მიმართულებით ახალი შეზღუდვები. წახალისდება დაბალ კუბატურიანი ავტომანქანების იმპორტი," - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება წაახალისებს ახალ და მწვანე ტექნოლოგიებს და სწორედ ეს იქნება პრიორიტეტული მიმართულება.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...