მაია ცქიტიშვილმა და მსოფლიო ბანკის მისიამ რეგიონული განვითარების პროექტები განიხილეს

მაია ცქიტიშვილმა და მსოფლიო ბანკის მისიამ რეგიონული განვითარების პროექტები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის წევრებმა მინისტრს, მაია ცქიტიშვილს და მინისტრის მოადგილეებს, მზია გიორგობიანსა და გრიგოლ კაციას იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ბანკის მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მხარეებმა კონკრეტულად განიხილეს რეგიონული განვითარების მეორე პროექტი (RDP 2), რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, ურბანული აღდგენა და ტურისტული მარშრუტის შემუშავება. ეს კომპონენტი ითვალისწინებს ქალაქ წყალტუბოს ურბანულ განახლებას, ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საჯარო ადგილების, მუზეუმების, გზების და წყლის სისტემის გამართვას, შენობების რესტავრაციას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციასა და ინსტიტუციურ განვითარებას.

რეგიონული განვითარების მესამე პროექტი (RDP III) მოიცავს სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამ მიმართულებით კერძო სექტორის ხელშეწყობას.

რეგიონული განვითარების პროექტების მიზანია ინფრასტრუქტურული სერვისებითა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების მხარდაჭერით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...