სასამართლომ ბიზნესმენ მაგომედოვების საქმესთან დაკავშირებით, 24 კომპანიის ანგარიში გაყინა

სასამართლომ ბიზნესმენ მაგომედოვების საქმესთან დაკავშირებით, 24 კომპანიის ანგარიში გაყინა

ბიზნესმენების ზიავუტდინ და მაგომედ მაგომედოვების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, სასამართლომ, მათი 24 კომპანიის ანგარიში გაყინა.

"გაყინულია 24 კომპანიის ანგარიში და წილები", - აცხადებს პროკურორი. მისი თქმით, გაყინულია შემდეგი კომპანიების ანგარიშები და აქტივები:

ПАО "Новороссийский морской торговый порт" (НМТП), ოთხი კომპანია, რომელიც ჯგუფ "Fesco"-შია გაერთიანებული ("Феско сервис", "Femsta", "Феско ЕРЦ" და "Феско бункер"), აგრეთვე ჯგუფ ПАО-ს მთავარი კომპანია "Дальневосточное морское пароходство" (ДВМП). გარდა ამისა, გაყინულია ООО "Россетьэнерго"-ის, АО "Русская Тройка"-ის, ООО "Русские просторы"-ის, ОАО "Объединенная зерновая компания" (ОЗК)-ის, ООО "Кардо Альянс"-ის, ООО "Саммит"-ის, ООО "Сахагазсинтез-недра"-ის, ООО სამშენებლო კომპანია "Стиль-Т"-ის, ОАО "Северное сияние"-ის, ООО "СЗМК-Глобалсталь"-ის, ООО "Система"-ის, ООО სადაზღვევო კომპანია "Воско"-ის, ГС "Инженерия"-ის, ООО "Межозерное"-ის, ООО "Прогрессив", ООО "Глобалавтоматика"-ის, АО "Элеватор"-ისა და ООО "Владивостокский автомобильный терминал"-ის ანგარიშები.

ძმები მაგომედოვები 31 მარტს დააკავეს. მათ ბრალი ედებათ კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და 2,5 მილიარდი რუბლის მითვისებაში, რა თანხაც კონკრეტული ობიექტების ინფრასტრუქტურის აღდგენას უნდა მოხმარებოდა. საქმეში ბრალდებულ თითოეულ პირს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მაგომედოვების საქმეს 2014 წლიდან იძიებენ, თუმცა სისხლის სამართლის საქმე, მათი დაკავების შემდეგ აღიძრა.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...