საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობის 4 941 ნებართვა გაიცა

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობის 4 941 ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია მშენებლობის 4941 ნებართვა 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილითაა წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...