წინასწარი შეფასებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 4%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 4%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 6.0 პროცენტით, ხოლო 2018 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...