ანაკლიის ფესტივალ ECHOWAVES-ის საბოლოო ლაინაფი ცნობილია

ანაკლიის ფესტივალ ECHOWAVES-ის საბოლოო ლაინაფი ცნობილია

პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES უმასპინძლებს. ფესტივალი EXIT-ის მხარდაჭერით 23-დან 26 აგვისტომდე გაიმართება.

"EXIT"-ის ფესტივალი"ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად" დასახელდა. ფესტივალი "EXIT" გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

უკვე ცნობილია ანაკლიის ფესტივალის ECHOWAVES-ის საბოლოო ლაინაფი, რომელიც საქართველოში "EXIT"-ის ქოლგის ქვეშ იმართება.

ანაკლიის სანაპიროზე 5 სცენა განთავსდება. ჟანრობრივად განსხვავებულ სივრცეებში (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage) წარსდგება. სტუმრებს ანაკლიის ფესტივალ ECHOWAVES-ზე მსოფლიო დონის 150-მდე არტისტის მოსმენის შესაძლეობლობა ექნებათ.

ყოველდღიური ბილეთის ფასი 60 ლარია. ყოველდღიური ლაინაფის ნახვა კი შეგიძლიათ მისამართზე: http://www.echowaves.ge/#golineup

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...