ვანის მუნიციპალიტეტს 31 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

ვანის მუნიციპალიტეტს 31 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 31 ივლისის დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ვანის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ბზვანს, გომს, დიხაშხოს, ზედა ვანს, ზედა და ქვედა მუქედს, ისრითს, კუშუბოურს, მთისძირს, მიქელეფონს, მუქედს, სალხინოს, სულორს, ტობანიერს, ფერეთას, ქალაქ ვანს, ყუმურს, შუამთას, ციხესულორს, ძულუხს, ჭაგანჭყვიშსა და ჭყვიშს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 31 ივლისის 19:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...