კომპანია Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს თაღლითობაში ადანაშაულებენ

კომპანია Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს თაღლითობაში ადანაშაულებენ

გერმანიაში, კომპანია Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს მარტინ ვინტერკორნს საგადასახადო თაღლითობაში სდებენ ბრალს.

მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ შვეიცარიის ანგარიშზე დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადარიცხვაში, რომლის საგადასახადო თანხაც გადახდილი არ იყო.

აღნიშნული საქმის გამოძიება, გერმანიის სამართალდამცველების მიერ 2017 წელს, ბანკ Strada-ის თანამშრომლის განაცხადის საფუძველზე დაიწყო. ბანკმა პოლიციას განცხადებით მიმართა, რომ შეემოწმებინა მარტინ ვინტერკორნის ანგარიშიდან 2 მილიონი ევროსა და 5 მილიონი ევროს გადარიცხვა მისი საგადასახადო კონსულტანტის საბანკო ანგარიშზე მიუნხენში.

ამის შემდეგ, თანხა შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს, ერთ-ერთი საბანკო ანგარიში კი ვინტერკორნის მეუღლეს ეკუთვნის. თანხის აღნიშნული ნაწილი, როგორც გამოძიებას მიაჩნია, საჩუქარს წამოადგენდა, პირადი მიზნებისთვის იყო გადარიცხული.

გადასახადების საერთო რაოდენობა, რაც კომპანიის დირექტორთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ არ გადაიხადა, ნახევარ მილიონ ევროზე მეტია.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...