პრემიერი: დაახლოებით 80-90 ათასი დოლარი დასჭირდებოდა მოქალაქეს C ჰეპატიტის სამკურნალოდ

პრემიერი: დაახლოებით 80-90 ათასი დოლარი დასჭირდებოდა მოქალაქეს C ჰეპატიტის სამკურნალოდ

"სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა დაუცველი აღმოჩნდა და საქართველოც მათ რიგში იყო." - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანიის  - STOP C დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"2012 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ადამიანი და პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და  პირველი ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც აქვს მსოფლიოს, ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ ამ გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი" - განაცხადა პრემიერმა და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ პარტნიორებს. ჩვენ თუ შევხედავთ ფასებს, დაახლოებით 80-90 ათასი აშშ დოლარი დასჭირდებოდა მოქალაქეს, რომ ამ ძვირიანი პრეპარატებით ემკურნალა. რომ არა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარება, მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე შეძლებდა ამ პრეპარატებით მკურნალობას. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მივაღწიეთ იმას, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობა, ყველასთვის არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...