პრემიერი: ბენზინში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტს

პრემიერი: ბენზინში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტს

ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ნორმა მიუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. ჩვენი წინადადებაა, მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი „ევრო 4“-მდე, ხოლო 2020 წელს - "ევრო 5"-მდე, რაც გულისხმობს იმას, რომ 10-ჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს საქართველოში ხდება" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

"მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში, 1-ლი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება.

ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საერთო სტრატეგიის ნაწილი არ იყო, სამწუხაროდ უკუშედეგი მოგვცა. აქედან გამომდინარე, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გარემოსდაცვით პოლიტიკაში გადავდგამთ, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, იქნება საერთო სტრატეგიისა და ხედვის ნაწილი.

შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოოთ ევროპულ სტანდარტებს.

მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა, მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით.

ამ კუთხით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას სამწუხაროდ ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის.

თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში." - განაცხადა პრემიერმა.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...