პრემიერი: პირველი აგვისტოდან ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას

პრემიერი: პირველი აგვისტოდან ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას

"მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეში, 1-ლი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. " - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

"ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით.

ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივა იყო გარემოს დაცვის ომბუდსმენის შემოღება, რომელიც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იქნება, რათა გვქონდეს ძალიან ეფექტური კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი და უკუკავშირი ჩვენს საზოგადოებასთან, რომ მთავრობა იყოს ძალიან ოპერატიული და ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

ასევე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი გახდება მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენი პრიორიტეტია, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს გაუმართავი და ამორტიზირებული სახზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც, პირველ რიგში, შეეხება დედაქალაქს." - განაცხადა პრემიერმა.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...