RMG ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

RMG ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

ბოლნისში ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია RMG -ის, მეღვინეთა გაერთიანება "ღვინო ბოლნისსა" და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას RMG ავრცელებს.

მემორანდუმის მიზანია RMG-იმ, როგორც ქვეყანაში და  რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა ხელი შეუწყოს ბოლნისური ღვინოების პიპულარიზაციას და მათ შემდგომ განვითარებას.

მეღვინეთა გაერთიანება "ღვინო ბოლნისი" 2018 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ამ დროისთვის  მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინოს დაყენების ტრადიცია,  რაც ბოლო 400 წელი დაკარგული იყო.

კომპანია RMG გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ბოლნისელ მეღვინეებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში, მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო სემინარებსა და მასტერკლასებში და სხვა.

"მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მემორანდუმით სამივე მხარემ გამოვთქვით სურვილი,  ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. ჩვენი კომპანიისათვის ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უძველესი მეღვინეობის ტრადიციის აღდგენას და მის გაძლიერებას ბოლნისში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს და ძალიან მალე ბოლნისური ღვინოები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდება მოთხოვნადი." - განაცხადა RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...