ტრამპის მიერ, ალუმინზე საბაჟო გადასახადის დაწესების გამო, Coca-Cola პროდუქციას გააძვირებს

ტრამპის მიერ, ალუმინზე საბაჟო გადასახადის დაწესების გამო, Coca-Cola პროდუქციას გააძვირებს

ამერიკულმა Coca-Cola-მ განაცხადა საკუთარი გეგმების შესახებ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ქვეყანაში იმპორტირებულ ალუმინზე საბაჟო გადასახადის დაწესებამ გამოიწვია, კერძოდ, კომპანია თავისი პროდუქციის ფასს გაზრდის.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯეიმს ქვინზიმ, ახალ გეგმების, კომპანიისთვის საკმაოდ უცნაური ტაქტიკა უწოდა.

"ფოლადისა და ალუმინის ფასი იზრდება, შესაბამისად, იზრდება შრომის საფასურიც", - აცხადებს ქვინზი.

ამ ეტაპზე, კომპანია და მისი პარტნიორები მუშაობენ გეგმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ბიზნესის განვითარება ახალ პირობებში.

"ფოლადზე საბაჟო გადასახადის დაწესება - ეს ერთ-ერთია იმ ბევრ ფაქტორს შორის, რის გამოც, იძულებული გავხდით, წლის შუა პერიოდში გაგვეზარდა ჩვენი პროდუქციის საფასური", - აღნიშნავს გენერალური დირექტორი.

ქვინზის არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის და რამდენით მოხდება კომპანიის პროდუქციის საფასურის გაზრდა. მას არც ის დაუკონკრეტებია, აღიშნული ზრდა მხოლოდ ამერიკაში არსებულ პროდუქციაზე გავრცელდება, თუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...