Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 119,4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 119,4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

Facebook-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 119,4 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა, რაც აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში, ვარდნის ყველაზე მსხვილი მაჩვენებელია.

ამის შედეგად კი, მარკ ცუკერბერგმა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამედან - მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

Facebook-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება, 26 ივლისს, 19%-ით დაეცა, რაც ამერიკის საფონდო ბირჟის ისტორიაში, დაცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. საფონდო ბირჟების დახურვის მომენტისათვის, სოციალური ქსელის აქციების ფასი 176,26 აშშ დოლარი ღირდა.

ერთ დღეში, კომპანიის კაპიტალიზაციის ამდენად დაცემის შედეგად, მარკ ცუკერბერგმა თითქმის 15,9 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...