HUAWEI-ის ცხელი ხაზი - გაიგეთ მეტი სერვის ცენტრების მომსახურებისა და საგარანტიო პირობების შესახებ

HUAWEI-ის ცხელი ხაზი - გაიგეთ მეტი სერვის ცენტრების მომსახურებისა და საგარანტიო პირობების შესახებ

HUAWEI ზრუნავს მომხმარებელზე და დამატებით სერვისს სთავაზობს. ყველა საინტერესო და აუცილებელ კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება ყოველ დღე, 19:00 საათამდე  ცხელი ხაზის საშუალებით ეს უკვე შესაძლებელია. 032 2 422216 - HUAWEI-ს ცხელი ხაზის ნომერია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინფორმაცია HUAWEI-ს სმარტფონების ახალი მოდელების, სერვის ცენტრების მომსახურებისა თუ საგარანტიო პირობების შესახებ.

ცხელი ხაზის ძირითადი ფუნქციაა,  მომხმარებლის ინფორმირება და დახმარების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით -  თუ სად შეიძინონ HUAWEI-ს სმარტფონების ახალი მოდელები, როგორ მოიქცნენ და ვის მიმართონ ახლადშეძენილი ნივთის დაზიანების ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ გამოიყენონ კუთვნილი საგარნტიო პირობები და ა.შ. აღნიშნული სერვისი ხელს შეუწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კომპანია HUAWEI-ს შესახებ და  მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად,  სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ HUAWEI-ს ახლადგახსნილ ცენტრს ვესტუმრეთ, რომელიც სავაჭრო ცენტრის II სართულზეა განთავსებული და მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-იდან 19:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 10:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე ემსახურება.

კომპანია ზრუნავს მომხარებელთა კმაყოფილებაზე, შესაბამისად, მათ  მთელი საქართველოს მასშტაბით, საფოსტო მომსახურებას სთავაზობს. გასათვალისწინებელია, რომ  საფოსტო მომსახურება ცენტრიდან-მოხმარებლამდე პროდუქციის უფასო მიწოდებას ითვალისწინებს. რაც შეეხება საგარანტიო პირობებს, ესეც სხვა კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით უფრო მომხიბვლელი და მომხარებელის იტნერესებზეა მორგებული. კერძოდ,  თუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათ,  დამატებითი საგარანტიო მოსამსხურების მიხედვით, კომპანია HUAWEI გაძლევთ საშუალებას, მობილურის შეძენიდან სამი თვის განმავლობაში დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ. HUAWEI P10 -ის, HUAWEI  P10 Plus -ისა და HUAWEI Mate10 -ის   შემთხვევაში, 12 თვიან საგარნიტო მოსამსხურებასთან ერთად მიიღებთ, დამატებით 3 თვიან  გარანტიას მობილურის ეკრანისთვის. ხოლო HUAWEI P20-ისა და P20 Pro-ს  შემთხვევაში თქვენ იღებთ 18 თვიან საგარნტიო მოსამსხურებას და პირველი ექვსი თვე კვლავ სარგებლობთ ეკრანის უფასოდ შეცვლის პირობით.

მომსახურების ცენტრში ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას მომხმარებელი აღარ გადაიხდის საგარანტიო მომსახურების საფასურს 12 თვის განმავლობაში, გარდა ამისა, კომპანია HUAWEI-ს ბრენდ სერვის ცენტრი მომხმარებელს სხვადასხვა საჩუქარსაც სთავაზობს, საჩუქრის მისაღებად კი, მომსახურების ცენტრში ვიზიტიც  საკმარისია.

სერვის ცენტრში ყოფნისას მომხარებელსაც გავასეუბრეთ: „ქართულ ბაზარზე დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ჩინური პროდუქცია უხარისხოა HUAWEI-მ ცალსახად გააქრო. ასევე, წარსულს ჩაბარდა ის მიდგომაც რომ ტექნოლოგიები მეორეხარისხვანია.  დღეს ტელეფონის ინოვაციური ფუნქციებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით HUAWEI-ს ვირჩევთ. ჩვენს ოჯახსში, ჩემს მეუღლესაც ამ ბრენდის სმარტფონია აქვს და  საკმაოდ კმაყოფილია. სრულიად საკმარისია ტელეფონი ერთხელ დატენო და დღის ბოლომდე გემსახურება. თავის მხრივ, კომპანიაც თავის მომხმარებელს,  ყოველთვიურად ახალ-ახალი მოდელებით  ანებივრებს, რომელიც გამორჩეულია დიზაინით, ფუნქციური მონაცემებითა და  ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, HUAWEI პირველი იყო, რომელმაც სამკამერიანი სმარტფონი შესთავაზა მომხმარებელს".

HUAWEI -ს მულტიფუნქციური სმარტფონის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია იყოს უფრო თავდაჯერებული; ფეხი აუწყოს თანამედროვეობას; იმოქმედოს უფრო სწრაფად და მოქნილად და რაც მთავარია, კომპანია HUAWEI-ს უახლესი სმარტფონებით შესაძლებელია გადაიღოთ უმაღლესი ხარსხის ფოტოები და ასახოთ თქვენი ცხოვრების თითოეული წამი.

ეს ჩვენც გავითვალისწინეთ და HUAWEI-ს სერვის-ცენტრში სტუმრობა სწორედ, ახალი სმარტფონით  HUAWEI P20 Pro აღვბეჭდეთ, რომლებიც თან ერთვის სტატიას.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზეკომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI -ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

HUAWEI-მ ფოტოების გადაღება ბევრად უფრო მარტივი გახადა

17 აგვისტო, 2018

HUAWEI-მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული  და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით (ან სიახლეებით- ორივე ერთად იგივე შინაარსისაა)  გვანებივრებს. Leica-სთან თანამშრომლობით, სმარტფონი კიდევ უფრო განავითარა, რომელსაც...