კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 427.3 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 427.3 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 427.3 მლნ ლარით (1.9 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 23.3 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 286.9 მლნ ლარით (2.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 140.4 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.7 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის ივნისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 144.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 12.5 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...