საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 44.4 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 44.4 მილიონი ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ივლისისათვის 20.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 244.4 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 37.6 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 282.1 მლნ ლარით, ანუ 3.6 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.23 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...