მაჭავარიანი: ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად სოცდაუცველებისთვის 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო

მაჭავარიანი: ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად სოცდაუცველებისთვის 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო

მაისში ელექტროენერგიის საფასური 3.9 თეთრით გაიზარდა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო, რომლითაც მოხდება მათი სუბსიდირება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავასუფსიდიროთ დაუცველი ოჯახები და გამოვყოთ 200 ათასზე მეტი ლარი. ეს არის მაისის ელექტროენერგიის საფასური, იმიტომ რომ ენერგიის საფასურის ზრდა მოხდა 3.9 თეთრით და ამ განსხვავებას ვუფარავთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

ბათუმში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, აჭარის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...