დავითაშვილი: სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას მთლიანად წყვეტს

დავითაშვილი: სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას მთლიანად წყვეტს

2018 წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ჩვენ შარშან ფაქტობრივად სუბსიდია აღარ გვქონდა, მაგრამ, გვქონდა გარკევული კომპენსაციები სპირტის წარმოებისთვის, იმისთვის, რომ ჭარბი ნედლეული არ დარჩენილიყო ბაზარზე და კერძო სექტორს მთლიანად ჩაებარებინა.

ჩვენ შევაფასეთ და ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროებაც არ არის. სახელმწიფო არანაირი ტიპის ჩართულობას, დაფინანსების კუთხით, რთველში არ განახორიცელებს 2018 წელს. თუმცა, საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი იარსებებს, ისევე როგორც წინა წლებში, ეს კარგი პრაქტიკაა ხარისხის კონტროლისთვის.

სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებში განისაზღვრება როგორც ფასი, ისე მიწოდების პრინციპები, შესაბამისად სახელმწიფოს ჩართულობა ნამდვილად ზედმეტია.

რა თქმა უნდა სახელმწიფო შეინარჩუნებს პოლიტიკას, რომ ძლიერ დარგს კიდევ უფრო მეტად მიეხმაროს, ანუ ფულის ხარჯვით ამ სფეროში შეიძლება კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ. პოპულარიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას გავაგრძელებთ, აქ შეიძლება ჩვენი დაფინანსება გავზარდოთ კიდეც, მაგრამ უშალოდ ფასის სუბსიდირების კუთხით ჩვენ აღარ ჩვერევით, რადგან აქ ჯანსაღი მოთხოვნა უკვე არსებობს კერძო სექტორის მხრიდან", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, კერძო სექტორი მზადაა, ნედლეული მთლიანად შეიძინოს, სუბსიდირების ფასის გარეშე, მაღალ ფასად. "ამავე დროს ვხედავთ, საინვესტიციო კუთხით ღვინის სექტორი ძალიან მიმზიდველია", - დასძენს ლევან დავითაშვილი.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...