"ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა რკინიგზის თემა ქართველ და რუს კოლეგებთან განვიხილოთ"

"ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა რკინიგზის თემა ქართველ და რუს კოლეგებთან განვიხილოთ"

"რკინიგზის საკითხი ასევე საინტერესოა ჩვენთვის და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ეს თემა ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა "ეხო მასკვასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი-რუსეთის რკინიგზის ამუშავება ვერ ხერხდება, რადგან ამის მიზეზი გეოპოლიტიკური სიტუაციაა.

"ახლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით შუამავალი შვეიცარული კომპანია იქნება, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული აფხაზეთის რკინიგზასთან, ეს დაკავშირებულია საავტომობილო გზებთან. იმედი მაქვს, რომ გვექნება ზემო ლარსის ალტერნატიული გზა. ვფიქრობ, ამ საკითხს ეტაპობრივად უნდა მივუდგეთ.

თუ ჩვენ პატარა ნაბიჯებით მაინც შევძლებთ წინსვლას, ეს ძალიან პოზიტიური იქნება. ყველაფრის ერთად გადაწყვეტა არ უნდა მოვინდომოთ, არამედ პატარა ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ. რკინიგზის საკითხი ასევე საინტერესოა ჩვენთვის და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ეს თემა ქართველ და რუს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ. ეს სომხეთის ინტერესებშია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა ამ საკითხზე წინსვლა გვქონდეს." - ამბობს პაშინიანი.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

23 საათის წინ

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...