SpaceX-მა, 10 თანამგზავრთან ერთად, რაკეტა Falcon 9 კოსმოსში გაუშვა

SpaceX-მა, 10 თანამგზავრთან ერთად, რაკეტა Falcon 9 კოსმოსში გაუშვა

რაკეტის გაშვება დღეს, კალიფორნიიდან, ვანდენბერგის სამხედრო ბაზიდან განხორციელდა. კორპორაცია, გაშვების პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

პირველადი მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ გაშვება წარმატებით, სირთულეების გარეშე მოხდა. Falcon 9-მ, დაახლოებით ერთ საათში, ორბიტაზე Iridium NEXT-ის 10 თანამგზავრი უნდა გაიყვანოს, რომლებიც მობილურ ოპერატორ კომპანიას Iridium Communications ეკუთვნის.

მთლიანობაში, Iridium-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ორბიტაზე 75 თანამგზავრის გაყვანა უნდა მოხდეს. აღნიშნული გაშვება, რიგით მეშვიდეა.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...