ევროპის სასამართლომ კომპანია Nestle-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

ევროპის სასამართლომ კომპანია Nestle-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

ევროპის სასამართლომ კომპანია Nestle-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ Kit Kat-ის შოკოლადის ფილაზე, რომელიც ოთხი ჩხირისგან შედგება, ექსკლუზიური უფლება აქვს.

Kit Kat შოკოლადის ფილის მარკაა, რომელიც 1935 წელს გამოჩნდა ბაზარზე. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ ბრტყელი ფორმით იყიდებოდა, თუმცა დღეს უკვე ბევრი ვარიანტი არსებობს.

2007 წელს კი Cadbury-მ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისს (EUIPO) მიმართა მოთხოვნით, რომ კომპანია Nestle-ს სინამდვილეში ოთხი ჩხირისგან შედგენილი ფილის წარმოების ექსკლუზიური უფლება სინამდვილეში არ აქვს.

EUIPO-მ კი Nestle-ს მხარი დაიჭირა და სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა ევროპის სასამართლომ, 2016 წელს აღნიშნული გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...