CNN-მა, Playboy-ს მოდელის შესახებ ტრამპის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა

CNN-მა, Playboy-ს მოდელის შესახებ ტრამპის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა

ამერიკულმა ტელემაუწყებლობამ CNN, გამოაქვეყნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ყოფილი იურისტის მაიკლ კოენის საუბრის ჩანაწერი, სადაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია Playboy-ს მოდელ კარენ მაკდუგლისთვის თანხის გადახდის შესახებ.

მოდელი აცხადებს, რომ მას ტრამპთან ინტიმური კავშირები ჰქონდა.

ტელემაუწყებლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული საუბარი 2016 წლის სექტემბერში შედგა. უშუალოდ ჩანაწერი კი გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილში, კოენის ოფისის ჩხრეკისას ამოიღეს. ჩხრეკა კი იმის გამო ჩატარდა, რომ კოენი საბანკო მაქინაციებისა და ფინანსური სამართალდარღვევის მონაწილედ მიიჩნეოდა.

CNN-ი აღნიშნავს, რომ ჩანაწერი დაბალხარისხიანია. აუდიოში ისმის, თუ როგორ ამბობს ადვოკატი, რომ თანხის გადახდა აუცილებლობას წარმოადგენს. იგი აგრეთვე ახსენებს სიტყვას „ფინანსირება“, ხოლო ტრამპი ნაღდი ანგარიშსწორების შესახებ საუბრობს. ჩანაწერიდან არ ირკვევა, ემხრობა თუ არა ტრამპი ნაღდ ანგარიშსწორებას, თუ უარს აცხადებს ამ წინადადებაზე, ვინაიდან ჩანაწერი ძალიან დაბალხარისხიანია და ცუდად ისმის.

რომანი, რომლის შესახებაც მიდის საუბარი, მაკდაუელის თქმით, 2006 წელს დაიწყო.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...