პენტაგონმა Javelin-ის სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

პენტაგონმა Javelin-ის სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, მთელი რიგი ქვეყნებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის Javelin წარმოებისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კომპანიები Raytheon და Lockheed Martin, აღნიშნული სახის შეიარაღების წარმოებისთვის 307,5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ, რაც მოგვიანებით უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, თურქეთის, ავსტრალიისა და ტაივანის ჯარს გადაეცემა.

Javelin-ის სარაკეტო კომპლექსის წარმოება არიზონას შტატში, ქალაქ ტუსონში მიმდინარეობს. მიიჩნევა, რომ წარმოების სამუშაოები და კომპლექსისთვის სამუშაოები 2021 წლის 31 აგვისტოს დასრულდება.

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

23 საათის წინ

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...