22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება.

"Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს "ქართული ლუდის კომპანია" Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა.  22 ივლისს უკვე  რიგით მეოთხე პრიზს გავათამაშებთ და ყველა მოგებული ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მოსული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს - მის განწყობაზე ლუდთან ერთად ჯგუფი "ვაკის პარკი" იზრუნებს.

ყველას  გელოდებით  22 ივლისს  თელავში - იქნება  ბევრი ლუდი, ცოცხალი მუსიკა, გართობა, ბევრი საჩუქარი და მთავარი პრიზი საგზური ბავარიის სამშობლოში", აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, 22 ივლისს, თელავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სტუმრებს 18:00 საათიდან დაელოდება. დასწრება და კონკურსში მონაწილეობა უფასოა!

Bavaria-ს რიგით მეხუთე ფესტივალი კი ბათუმში  4 აგვისტოს ანბანის კოშკის  მიმდებარე  ტერიტორიაზე გაიმართება.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...