ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი 5-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა

ყირიმის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარი 5-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა

ევროკავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებას, რომელიც ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას გულისხმობს, მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა. ეს ქვეყნებია ალბანეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, საქართველო და უკრაინა.

"ეს ქვეყნები, საბჭოს გადაწყვტილებას მხარს, თავიანთი ნაციონალური პოლიტიკის შესაბამისად დაუჭერენ. ევროკავშირი ამ ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს აცნობიერებს და მიესალმება მათ", - ნათქვამია ევროსაბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ხუთი ქვეყნიდან მხოლოდ ორი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა - ალბანეთი და მონტენეგრო. ნორვეგია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის წევრი, მონაწილეობას ღებულობს ევროპულ ინტეგრაციაში, შენგენის ზონაში შემავალი ქვეყანაა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრია. საქართველომ და უკრაინამ არაერთხელ გამოთქვეს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, თუმცა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვთ.

ევროკავშირის სანქციები 2014 წელს, ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ამოქმედდა. 18 ივნისს, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული სანქციები 2019 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.

2012 წლიდან რუსეთის საგარეო ვალი მინიმუმამდე შემცირდა

2012 წლიდან რუსეთის საგარეო ვალი მინიმუმამდე შემცირდა

18 აგვისტო, 2018

რუსეთის სახელმწიფოს საგარეო ვალი ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმალურ ზღვრამდე შემცირდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო ვალი, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 3,629 მილიარდი დოლარით შემცირდა.  მაჩვენებელმა 47,332 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2012 წლიდან...