RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

როგორც RBC წერს, კომპანია Booking.com-მა დაადასტურა, რომ ყირიმში არსებული სასტუმროების დაჯავშნის სისტემა შეცვალა.

Booking-ში აცხადებენ, რომ ახლა მომხმარებლებს, რომლებსაც ყირიმში სასტუმროს ნომრის დაჯავშნა სურთ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი მხოლოდ ბიზნეს-მოგზაურობა იქნება.

16 ივლისს, გამოცემა "Крыминформ"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Booking.com-მა, ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის ფუნქცია ტურისტებისთვის გააუქმა.

საიტზე გადასვლისას და ყირიმში, საცხოვრებელი ადგილების ვარიანტების ძიებისას, სიაში აღარ ჩნდება სასტუმროები და ჰოსტელები.

"სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლებელია ყირიმში, დასვენების მიზნით ნომრის დაჯავშნა", - ასე ეწერება საიტზე, აღნიშნული ადგილების ძიებისას. მოგვიანებით, ნახევარკუნძულის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრომ, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს სანქციების ერთ-ერთი პირობაა.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შეზღუდვები სასიამოვნო არ არის ისეთი სასტუმროებისთვის, რომლებიც დიდი ხნის რეპუტაციით სარგებლობენ და აქვთ მაღალი რეიტინგი. ისინი აგრეთვე აცხადებენ, რომ ყირიმში სასტუმროების 90%-ს ძირითადად რუსები ჯავშნიდნენ.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...