კომპანია HUAWEI-მ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

კომპანია HUAWEI-მ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

HUAWEI-მ სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს  მთელი საქართველოს მასშტაბით, საფოსტო მომსახურებას სთავაზობს. გასათვალისწინებელია, რომ  საფოსტო მომსახურება ცენტრიდან-მომხმარებლამდე პროდუქციის უფასო მიწოდებას ითვალისწინებს.

ამასთან, თუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათ,  დამატებითი საგარანტიო მომსახურების მიხედვით, კომპანია HUAWEI გაძლევთ საშუალებას, მობილურის შეძენიდან სამი თვის განმავლობაში დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ.

HUAWEI P10 -ის, HUAWEI  P10 Plus -ისა და HUAWEI Mate10 -ის   შემთხვევაში, 12 თვიან საგარანტიო მომსახურებასთან ერთად მიიღებთ, დამატებით 3 თვიან  გარანტიას მობილურის ეკრანისთვის. ხოლო HUAWEI P20-ისა და P20 Pro-ს  შემთხვევაში თქვენ იღებთ 18 თვიან საგარანტიო მომსახურებას და პირველი ექვსი თვე კვლავ სარგებლობთ ეკრანის უფასოდ შეცვლის პირობით.

მომსახურების ცენტრში ნებისმიერი შენაძენის გაკეთებისას მომხმარებელი აღარ გადაიხდის საგარანტიო მომსახურების საფასურს 12 თვის განმავლობაში, გარდა ამისა, კომპანია HUAWEI -ს ბრენდ სერვის ცენტრი მომხმარებელს სხვადასხვა საჩუქარსაც სთავაზობს, საჩუქრის მისაღებად კი, მომსახურების ცენტრში ვიზიტიც  საკმარისია.

HUAWEI-ს მომსახურების ახალი ცენტრი განთავსებულია  სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში," I სართულზე და მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-იდან 19:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 10:00 სთ-იდან 15:00 სთ-მდე ემსახურება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამე ადგილზეა. აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს.  HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI -ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

HUAWEI P20 Pro ერთადერთი სმარტფონია, რომელსაც 3 ძირითადი კამერა აქვს

HUAWEI P20 Pro ერთადერთი სმარტფონია, რომელსაც 3 ძირითადი კამერა აქვს

15 აგვისტო, 2018

დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. თავის მხრივ კი, მწარმოებლები, ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მქონე მობილური შექმნან. სმარტფონების ბაზარს ყოველდღიურად...