სასამართლომ  Johnson & Johnson-ს 22 დაზარალებულისთვის 4,69 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ Johnson & Johnson-ს 22 დაზარალებულისთვის 4,69 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ში მისურის შტატის სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს 22 ქალისთვის Johnson & Johnson 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ქალბატონები ჩივიან, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის პროდუქციის გამოყენების შემდეგ, მათ კიბო განუვითარდათ.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. ისინი აცხადებენ, რომ Johnson & Johnson-ის პროდუქცია სიმსივნეს არ იწვევს. კომპანია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები 1.4%-ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხევა არ არის, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ  ჯანმღტელობისთვის საზიანო პროდუქტის წარმოებისთვის სარჩელი შეაქვთ. მანამდე, სენტ ლუისის სასამართლომ კომპანია J & J-ს ერთ-ერთი მომხარებლისთვის 110 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ქალბატონი ლოის სლემპი ვირჯინიის შტატიდან აცხადებდა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ტალკის გამოყენების შემდეგ, მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მისურის გარდა, კომპანია J&J- მა ანალოგიური ბრალდებით კიდევ სამი სასამართლო პროცესი წააგო, რომლის თანახმად, კომპანიას 197 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

კომპანია J&J- ში აცხადებენ, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯონსონის ბავშვის ფხვნილი (Johnson's Baby Powder) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

15 საათის წინ

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ...