ჯივიპიმ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

ჯივიპიმ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების 1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.

წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე თანამედროვე ინფრასტრუქტურული ელემენტები -  ჩამკეტი ურდულები და წნევის რეგულატორები დამონტაჟდა.  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნულ პროექტში 370 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რამიშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია 13 ივლისს განახორციელებს, რისთვისაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებშია დაგეგმილი.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 13 ივლისს  21:00 საათიდან 14 ივლისის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:  ჭავჭავაძის გამზირის,  ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

10 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...