მსოფლიო ბანკი გოგონებში საშუალო განათლებაზე ხელმიუწვდომლობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკი გოგონებში საშუალო განათლებაზე ხელმიუწვდომლობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მთელს მსოფლიოში 130 მილიონზე მეტი გოგონა ვერ ახერხებს სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებას, რის გამოც ქვეყნები ათეულობით ტრილიონ დოლარს კარგავენ.

საშუალოდ, მსოფლიოში გოგოების 89% ასრულებს დაწყებით სკოლას, 77% - საშუალოს. ბარიერების გამო, რომლებიც გოგონებს სრული საშუალო განათლების მიღებაში უშლის ხელს, პროდუქტიულობისა და შემოსავლების შემცირებული მაჩვენებლების გამო ასეთი ქვეყნების შემოსავლების თვითღირებულების დანაკარგი 15 ტრილიონი აშშ დოლარიდან 3 ტრილიონ აშშ დოლარამდეა. შესაბამისს მაჩვენებლებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განათლებას ვერ ღებულობს 132 მილიონი გოგონა, რომელთა ასაკი 6-დან 17 წლამდეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალები, რომლებსაც საშუალო განათლება აქვთ, იმ ქალებზე ორჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, რომლებსაც განთლება არ მიუღიათ. იმ შემთხვევაში, თუ სრული საშუალო განათლების მიღება მთელი მსოფლიოს ქალებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, საგრძნობლად დაიწევს არასრულწლოვან გოგონებს შორის ფეხმძიმობის შემთხვევების რისკი. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ ამ ფაქტს, აგრეთვე შემცირდება შობადობის რაოდენობა, ხოლო პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება.

ქალებში სრული საშუალო განათლების ხელმისაწვდომობა აგრეთვე დადებითად შესაძლოა აისახოს მათ ცოდნაზე ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე შემცირდება 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

21 სექტემბერი, 2018

ჰონგ-კონგის აუქციონზე გამოიტანეს არც ისე დიდი სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი ოთახი აქვს. მისი ღირებულება კი რეკორდული - 446 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შედარებისთვის, ვილა Les Cedres, რომელიც 188 წლის წინ ააშენეს და რომელიც საფრანგეთის...