ქობულია: კონსულტაციას ვუწევდი საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს, ურთულესი პრობლემების გადაჭრაში

ქობულია: კონსულტაციას ვუწევდი საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს, ურთულესი პრობლემების გადაჭრაში

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან მის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

ქობულიას თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და პირადად უწევდა კონსულტაციას საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს, ურთულესი პრობლემების გადაჭრაში.

"ეს პრობლემები ეხებოდა მათ როგორც მართვის სისტემებს, ასევე მათ სტრატეგიას, საოპერაციო და ძალიან დეტალურ საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მე ვთვლი, რომ ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, ძალიან შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...