გიორგი ქობულია: დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის განვითარებას, იქ სიღარიბის დონე მაღალია

გიორგი ქობულია: დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის განვითარებას, იქ სიღარიბის დონე მაღალია

"ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. 

"ამასთან დაკავშირებით ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, აგრეთვე ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის, ამასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმობა კერძოდ ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ინვესტორების მოზიდვას, რა თქმა უნდა ორივე პროგრამა დაკავშირებული რაიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან მოითხოვს ჩვენგან სერიოზულ ინვესტირებას განათლებაში, და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის გარდა ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ჩვენ დავგეგმავთ ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ის, რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...