ბახტაძე: დღგ-სგან გათავისუფლდება რძის ყველა ის პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძით დამზადდება

ბახტაძე: დღგ-სგან გათავისუფლდება რძის ყველა ის პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძით დამზადდება

"დღგ-სგან გათავისუფლდება არამხოლოდ ნატურალური რძე, არამედ ყველა რძის პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძისგან იქნება დამზადებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ, შეეხება ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობას ქვეყანაში. ეს ცვლილება დიდი შეღავათი იქნება სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ინიციატივის შედეგად გაიზრდება ნატურალური რძის ფასი. ეს ინიციატივა კი გულისხმობს, რომ დღგ-სგან გათავისუფლდება არამხოლოდ ნატურალური რძე, არამედ ყველა რძის პროდუქტი, რომელიც ნატურალური რძისგან იქნება დამზადებული.

ამ მხრივ მოხდება მოსახლეობის ამ ჯგუფის დამატებითი  ჩართულობა რეალურ ეკონომიკაში. მწარმოებლები შეძლებენ იმპორტირებული რძის ფხვნილის ჩანაცვლებას ნატურალური რძით და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა ჯანმრთელ პროდუქტზე. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ მივაღწიოთ ინკლუზიურს და ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს", - აცხადებს ბახტაძე.

"ბორჯომი" -  აქტიური ზაფხულის გემო

"ბორჯომი" - აქტიური ზაფხულის გემო

13 ივლისი, 2018

ზაფხული გრძელი დღეების, თბილი ღამეების, ახალი აღმოჩენებისა და გულწრფელი ემოციების პერიოდია. ზაფხულში  უფლება გვაქვს უკან მოვიტოვოთ ყველა საზრუნავი, თავით გადავეშვათ აქტიური დასვენების სამყაროში და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება...