საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ ISET-მა კვლევა ჩაატარა

საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ ISET-მა კვლევა ჩაატარა

ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - "საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში". ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ანგარიშში ასახულია 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდი და  48 მოწინავე ბანკის მონაცემებს ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან. გარდა საპროცენტო განაკვეთების შედარებისა, კვლევა მოიცავს გაცემული სესხების ხარისხის შედარებას საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებს შორის.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

მაგალითად, ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალია ვიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (27.9%), ყაზახეთსა (24.5%) და რუსეთში (20.6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) და პოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე კვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების, როგორც ადგილობრივი ვალუტის ფასის გათვალისწინების შემდეგ, სხვაობა საქართველოში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის შემცირდა.

რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში - კვლევაში ჩანს, რომ საბანკო სექტორში სესხების ხარისხი მათი რაოდენობის მიუხედავად, სტაბილურია, მაშინ როდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება

6 წუთის წინ

2018 წლის 20-22 სექტემბერს  Check In Georgia-ს ფარგლებში და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებული...